მხატვარი დიზაინერი ისრაელიდან მაქს მეირ შავიტი - Mr.Shavit


მხატვარ-დიზაინერი, მაქს მეირ შავიტი ისრაელიდან საქართველოში ცხრა წლის წინ ჩამოვიდა ბადრი პატარკაციშვილის მოწვევით, რათა დაეარსებინა მხატვარ-დიზაინერთა სკოლა.



ლეა შავიტის ინიციატივითა და მაქს მეირ შავიტის ორგანიზებით დაარსდა “ოსკარ შინდლერის აკადემია”, რომელიც მსურველებს წარმატებით შეასწავლის მცირე ბიზნესის წარმოებას, როგორც ამ სფეროში, ასევე სხვადასხვა მიმართულებებით.



"ოსკარ შინდლერის აკადემია" თანამშრომლობს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, დავით აღმაშენებლის აკადემიასთან და სხვა პროფესიულ სასწავლებლებთან.



მცირე ბიზნესის სხვადასხვა პროგრამებს შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია მეირ შავიტის მხატვარ-დიზაინერთა სასწავლო პროგრამა, რომელიც ოპტიმიზირებულია შშმ პირებზე და ინერგება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.



2015 წელს ბრენდი "Mr.Shavit" აღიარდა და დასახელდა , როგორც "წარმატებული ქართული ბრენდი," ხოლო 2016 წელს ქართულ ბრენდებს შორის მან " ნდობისა და რეპუტაციის " ნომინაციაში გაიმარჯვა.